Homeდოსიემედვედჩუკი — ვინ არის და...

მედვედჩუკი — ვინ არის და რატომ დააკავეს პუტინის ნათლიმამა 

უკრაინელი სამხედროს ფორმაში ჩაცმული, ხელბორკილებიანი ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო 12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მედვედჩუკი 48 დღის განმავლობაში იმალებოდა, შემდეგ კი ქვეყნიდან გაქცევას შეეცადა. ზელენსკი რუსეთს სთავაზობს მედვედჩუკის გაცვლას უკრაინელი ტყვეებში.

რატომ დააკავეს მედვედჩუკი? 

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატს და პრორუსული პარტიის – „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ – ლიდერ ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც უკრაინაში პრორუს ოლიგარქად მიიჩნევა, 2021 წლის მაისიდან შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული. იგი ბრალდებულია სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.

კერძოდ, მედვედჩუკს ედავებიან, რომ 2020 წელს რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების საიდუმლო ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. მედვედჩუკი ასევე, ბრალდებულია დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტულ ე.წ. რესპუბლიკებში არსებული მაღაროებიდან ნახშირის ყიდვის მცდელობაში. ამასთან, გენპროკრუატურის ცნობით, მედვედჩუკის შუამავლობით, მოხდა შეთქმულება უკრაინის უმაღლეს თანამდებობის პირებთან, რომლებმაც ეროვნული ბანკისა და სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებით შექმნეს ხელოვნური დაბრკოლებები სამხრეთ აფრიკიდან ნახშირის მიწოდებისთვის.

უკრაინის პროკურატურის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან მიიმალა. მისმა ადვოკატმა თქვა, რომ მედვედჩუკის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ევაკუირებული იყო კიევში, უსაფრთხო ადგილას. თავად მედვედჩუკი ბრალდებებს უარყოფს და თავს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევს.

უკრაინის უშიშროების ცნობით, მედვედჩუკი ქვეყნის დატოვებას აპირებდა, როცა იგი დააკვეს.

ოლიგარქი და პოლიტიკოსი

ვიქტორ მედვედჩუკი 1954 წლის 7 აგვისტოს დაიბადა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, სადაც მამამისი „უკრაინის ნაციონალისტების ორგანიზაციაში“ საქმიანობისთვის გადასახლებაში იმყოფებოდა. მედვედჩუკის ოჯახი უკრაინის სსრ-ის ტერიტორიაზე 1960-იან წლებში დაბრუნდა.

მედვედჩუკი პროფესიით იურისტია, კარიერის დასაწყისში ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით გასამართლებული უკრაინელი დისიდენტების — იური ლიტვინისა და ვასილი სტუსის — ადვოკატი იყო, თუმცა სტუსი მიიჩნევდა, რომ დანიშნული ადვოკატი მას რეალურად არ იცავდა. დისიდენტების მიერ გამოცემული „მიმდინარე მოვლენების ქრონიკა“ წერდა, რომ მედვედჩუკმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ სტუსის ყველა დანაშაული დასჯას იმსახურებს.

მედვედჩუკმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1993 წელს, როცა შეუერთდა ადამიანის უფლებათა პარტიას. ერთი წლის შემდეგ უკრაინის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა, რომლის ხელმძღვანელიც გახდა 1998 წელს. 1997-2002 წლებში მედვედჩუკი იყო ვერხოვნა რადის დეპუტატი. 1999 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა ლეონიდ კუჩმას შტაბს, ხოლო 2002 წელს გახდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2005 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა იური ლუცენკომ (პეტრო პოროშენკოსთან ასოცირებული და მოგვიანებით უკრაინის გენერალური პროკურორი) მედვედჩუკი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა ვიქტორ იანუკოვიჩის სასარგებლოდ.

2017 წელს მედვედჩუკი მონაწილეობდა კიევსა და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს შორის პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებებში. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მედვედჩუკი აღარ მონაწილეობდა მინსკის პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებებში, მაგრამ მას უწოდა რუსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი საკონტაქტო ჯგუფში: „ის შეიძლება იყოს [პუტინისთვის] ინფორმაციის მიწოდების ერთადერთი არხი“, — თქვა პოროშენკომ.

2018 წლის ივლისში მედვედჩუკი შეუერთდა პარტიას „ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის“, იმავე წლის ნოემბერში გახდა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე.

გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც მთავარი კონკურენცია ვლადიმერ ზელენსკის და პეტრო პოროშენკოს შორის მიმდინარეობდა, მედვედჩუკმა მხარი დაუჭირა იური ბოიკოს, რომელიც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მომხრედ ითვლება. ისინი ერთად ჩავიდნენ ვიზიტით რუსეთში. „ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის“, რომელსაც ბოიკო და მედვედჩუკი წარმოადგენენ, იმ 11 პოლიტიკურ ჯგუფს შორის არის, რომელსაც ომის დროს უკრაინის ხელისუფლებამ საქმიანობის უფლება შეუჩერა რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო.

ვიქტორ მედვედჩუკი მხარს უჭერს ქვეყნის „მრავალვექტორულ განვითარებას“ და მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების აღდგენას. 2019 წლის იანვარში, უკრაინული მოძრაობის კონგრესზე, დონბასის ავტონომიური რეგიონის შექმნის მოწოდებით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ამაში იგულისხმება ადგილობრივი ორგანოების მუშაობა პარლამენტთან და მთავრობასთან. ამ განცხადებებმა გამოიწვია უკრაინის გენერალური პროკურატურის რეაქცია, რომელმაც განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ქვეყნის საზღვრების შეცვლასა და სახელმწიფო ღალატისთვის. უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა უნიტარული სახელმწიფოა და მისი ფედერალიზაცია მიუღებელია.

Forbes-ის 2021 წლის მონაცემებით, ვიქტორ მედვედჩუკი 100 უმდიდრეს უკრაინელს შორის მე-12 ადგილზეა და მისი ქონება 620 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მედვედჩუკის ბიზნესებს შორისაა ТЭК (ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გამყიდველი კომპანია), მედია, მეტალურგია, უძრავი ქონება.

ვიქტორ მედვედჩუკი ყირიმთან დაკავშირებული აშშ-ის სანქციების ქვეშ 2014 წლის მარტში მოექცა. თეთრი სახლის ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, მოხსენიებულია მისი ფინანსური მხარდაჭერა იანუკოვიჩისთვის, ასევე, მისი ხელმძღვანელობა „უკრაინული არჩევანი – სახალხო მემარჯვენე“ მოძრაობაში, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება უკავშირებს უკრაინაში დემოკრატიული პროცესების შელახვას.

2021 წლის აპრილში მედვედჩუკის ოჯახთან დაკავშირებული ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანა სანქციების ქვეშ მოექცა უკრაინაში: უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მან ნავთობპროდუქტები მიაწოდა დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე. კომპანიამ უარყო ეს ინფორმაცია. სანქცირებულია მედვედჩუკის მეუღლე, რომელიც ომამდე რამდენიმე დღით ადრე ბელარუსში გადავიდა.

მიმდინარე წლის იანვარში აშშ-მა რუსეთის დაზვერვა დაადანაშაულა უკრაინის ყოფილი და ამჟამინდელი თანამდებობის პირების რეკრუტირებაში, რომლებსაც შემდგომში მონაწილეობა უნდა მიეღოთ კიევში სახელმწიფო გადატრიალებაში და ოკუპანტთან ეთანამშრომლათ. ამ გეგმაში მონაწილეობის ბრალდებით მედვედჩუკის პარტიის ორი წევრს — ტარას კოზაკს და ოლეჰ ვოლოშინს — აშშ-მა სანქციები დაუწესა.

უკრაინის ხელისუფლებამ მაუწყებლობის უფლება შეუჩერა მედვედჩუკის და მისი მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს სახელზე რეგისტრირებულ ტელეარხებს: „112 უკრაინას“, ZIK-სა და NewsOne-ს.

პუტინის ნათლიმამა

უკრაინული და დასავლური მედია მედვედჩუკს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ასახელებს. თავად მედვედჩუკის თქმით, ვლადიმერ პუტინი გაიცნო 2000-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე. 2004 წელს ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევის ცოლი სვეტლანა გახდნენ მედვედჩუკის უმცროსი შვილის, დარიას ნათლიები.

2009 წელს პუტინმა დაწერა ესეი ვიქტორ მედვედჩუკის შესახებ ჟურნალ Главред-ის საიუბილეო ნომრისთვის, სადაც განსაკუთრებული, კომპეტენტური და სანდო ადამიანი უწოდა.

პუტინი მედვედჩუკს უკრაინელ ნაციონალისტსაც უწოდებდა.

„მე მჯერა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელი ნაციონალისტია. მას არ მოსწონს ეს განმარტება, ის თავს უკრაინის პატრიოტად თვლის, მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ მისი მამა იყო უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის აქტიური წევრი“, — თქვა პუტინმა 2017 წელს. თავად მედვედჩუკი ამ განმარტებას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ პუტინს აქვს „სპეციფიკური გაგება უკრაინაში ნაციონალიზმის შესახებ”.

რუსეთის პრეზიდენტმა 2019 წელს განაცხადა, რომ ისინი დროდადრო ხვდებოდნენ ერთმანეთს.

”მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს”, — უთხრა მან რეჟისორ ოლივერ სტოუნს.

- A word from our sponsors -

spot_img

Most Popular

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

More from Author

რუსული ტყუილი

რუსეთის თავდაცვა აცხადებს, რომ 2019-2021 წლებში ამერიკამ ხარკოვში პაციენტებზე აკრძალული პრეპარატები...

ზელენსკი:

რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ ამერიკის პრეზიდენტთან საუბარი გრძელდება. განვიხილეთ შეიარაღების...

✔️სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

შვედეთის პრემიერი – ქვეყანა ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღებს 

შვედეთი ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღებს. შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა...

- A word from our sponsors -

spot_img

Read Now

რუსული ტყუილი

რუსეთის თავდაცვა აცხადებს, რომ 2019-2021 წლებში ამერიკამ ხარკოვში პაციენტებზე აკრძალული პრეპარატები გამოიყენა. https://twitter.com/tass_agency/status/1514591965496713219?s=21&t=Ld-K6-JL6Ak1nZOcFg5VfA

ზელენსკი:

რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ ამერიკის პრეზიდენტთან საუბარი გრძელდება. განვიხილეთ შეიარაღების ახალი პაკეტი და მიკრო-ფინანსური დახმარების შესაძლებლობა. შევთანხმდით სანქციების გაფართოებაზე. https://twitter.com/zelenskyyua/status/1514285621707255815?s=21&t=55JEV1iLYQ90-onRICQjpA

✔️სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, აღნიშნულ განცხადებასთან ერთად, ემოციური ფოტოები გამოაქვეყნა. ✔️პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის შელაპარაკება მოხდა. ✔️ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის განვითარების ახალი შესაძლებლობები წარუდგინა

შვედეთის პრემიერი – ქვეყანა ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღებს 

შვედეთი ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღებს. შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.შვედეთის პრემიერის განცხადებით, შვედეთი გადაწყვეტილებას ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემდეგ მიიღებს."უსაფრთხოების ლანდშაფტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მთლიანად შეიცვალა და ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად...

Tbilisi Open Air 24-26 ივნისს გაიმართება 

Tbilisi Open Air პანდემიით გამოწვეული 2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალი 24-26 ივნისს, Lisi Wonderland-ში გაიმართება. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba. „Tbilisi Open Air-ზე მოუსმენთ ცნობილ უკრაინულ როკჯგუფს Okean...

ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და ესტონეთი იქნებიან პირველები უკრაინის მომავალი ისტორიის ყველა გვერდზე 

დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და ესტონეთი იქნებიან პირველები უკრაინის მომავალი ისტორიის ყველა გვერდზე და ჩვენ გვაქვს დიდებული მომავალი, რადგან ასეთ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხი ქვეყნის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრამდე პრეზიდენტები კიევის ოლქში, ბუჩაში, ბოროდიანკასა...

Becoming One with Nature Takes Time and a Lot of Yoga says Pauline Jacobs

The increase in overall pollution that the planet has seen during the past few years has impacted the planet in such a way that it caused a ripple effect to happen in various domains. This is exactly why right now is the moment in which all of...

Contributing to a Brighter Future by Volunterring For Environmental Societies

The increase in overall pollution that the planet has seen during the past few years has impacted the planet in such a way that it caused a ripple effect to happen in various domains. This is exactly why right now is the moment in which all of...

Letting Loose and Having Fun in the Rural Villages Along the Seine in France

The increase in overall pollution that the planet has seen during the past few years has impacted the planet in such a way that it caused a ripple effect to happen in various domains. This is exactly why right now is the moment in which all of...

Exploring the Coral Reefs to Understand How Pollution Has Impacted Aquatic Life

The increase in overall pollution that the planet has seen during the past few years has impacted the planet in such a way that it caused a ripple effect to happen in various domains. This is exactly why right now is the moment in which all of...

Cultivating an Entire Garden Over the Course of a Year and Growing it to Maturity

The increase in overall pollution that the planet has seen during the past few years has impacted the planet in such a way that it caused a ripple effect to happen in various domains. This is exactly why right now is the moment in which all of...

Hitchhiking from one Side of the Country to the Other while on a Tight Schedule

The increase in overall pollution that the planet has seen during the past few years has impacted the planet in such a way that it caused a ripple effect to happen in various domains. This is exactly why right now is the moment in which all of...