შვედეთი ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღებს. შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შვედეთის პრემიერის განცხადებით, შვედეთი გადაწყვეტილებას ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემდეგ მიიღებს.
“უსაფრთხოების ლანდშაფტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მთლიანად შეიცვალა და ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის საუკეთესო შვედეთისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის ამ ახალ სიტუაციაში”, – აღნიშნა ანდერსონმა.
მისი თქმით, ახლა ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდია და „არის დრო 24-თებერვლამდე, და მის შემდეგ“.
ხოლო, ფინეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოესი კვირების განმავლობაში მიიღებს.